მამუკა მდინარაძე – თუ ჩვენი ოპონენტები დაყაბულდებიან ქვეყნისთვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს

ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ, ისედაც უშუალო შემსრულებლები ვართ და თუ ჩვენი ოპონენტები დაყაბულდებიან ქვეყნისთვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებას ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლების ინკლუზიურობაზე.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აქამდე ოპოზიცია არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებდა სამუშაო ჯგუფებს, არამედ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ მუშაობდა.
„თუ ჩვენი რომელიმე ოპონენტი გონს მოვა და გადაწყვეტს, ჩაერთოს იმ აქტივობებში, რასაც ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ჰქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. აქამდე მხოლოდ იმას ვხედავდით, რომ არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებდნენ სამუშაო ჯგუფებს, არამედ პირიქით – მუშაობდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ: ლობისტებს ქირაობდნენ, მილიონობით დოლარს იხდიდნენ ამაში. გარდა ამისა, დადიოდნენ ბრიუსელში თუ სხვა ქალაქებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი საიმისოდ, რომ რამენაირად მაინც ჩაეშალათ, თუმცა ეს პროცესი შედგა. ჩვენ ის ღირსეულად გავიარეთ, მყარად, ორ ფეხზე მდგარმა და არა ცალ ფეხზე, როგორც მათ უნდოდათ. მივიღეთ პოზიტიური რეკომენდაცია, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. რაც შეეხება ბატონი ჰერჩინსკის მოწოდებას ჩართულობის შესახებ – ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ, ისედაც უშუალო აღმსრულებლები და შემსრულებლები ვართ და თუ ჩვენი ოპონენტები დაჰყაბულდებიან ქვეყნისთვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. მათ ჩართულობასთან დაკავშირებით პესიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რასაც ამდენი ხანი საბოტაჟის სახით აკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს, თანაბრად მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, საჭიროა პროცესში როგორც ხელისუფლების ინკლუზიურობა, ისე ოპოზიციის კონსტრუქციულობა.
„ჩვენ გვსურს ყველამ ითამაშოს თავისი როლი, ხელისუფლება იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული და დავინახოთ იმდენი პროგრესი, რამდენიც შესაძლებელია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახდეს ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში