მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა. შარლ მიშელის კიევში ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
მაია სანდუმ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად 10 წლის წინ, ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული აქტივისტების ხსოვნას პატივი მიაგო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ