აღდგომას აჭარაში მცხოვრები სომხური თემი დღესასწაულობს

სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, იმედისა და სიხარულის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის აღდგომა აჭარაში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა იზეიმეს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სააღდგომო წირვა ს სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გაიმართა.
„სადღესასწაულო მსახურებას აჭარის სომეხთა სულიერი ლიდერი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა. ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ