ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვერავამ და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდგენის მემორანდუმის დღესთან და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
„33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?”.
რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა