ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარს მეოთხე დღეს მიაგნეს

ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამსახური ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მაშველებმა ჯერ მიაკვლიეს “ბურანს”, რომლითაც კაცი გადაადგილდებოდა, შემდეგ მის ტანსაცმელს და ბოლოს – ცხედარს.
ცნობილია მისი ვინაობაც – 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე ბაკურიანის მკვიდრია და ტრაგედიის დღეს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, თოვლში “ბურანით” სეირნობდა. მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი ზვავს გადაურჩა.
ამ დროისთვის, დაღუპული ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაჰყავთ.
ინფორმაცია კაცის ზვავში მოყოლის შესახებ 28 მარტს გავრცელდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
როგორც იტყობინებოდნენ, სამძებრო სამუშაოებს, გარკვეულ ეტაპებზე, უამინდობა და, მათ შორის – ძლიერი ქარი უშლიდა ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ