“რატომ არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში მბაპე დარჩეს?!” – ლუის ენრიკემ პსჟ-ის ფორვარდის შენარჩუნებაზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ გასვლაზე “მარსელს” დაუპირისპირდება. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ჰკითხეს, იქნება თუ არა ეს ბოლო Le Classico კილიან მბაპესთვის.
“ვინ თქვა, რომ ასე იქნება?! – იმედი მაქვს, რომ კილიანი პსჟ-ში დარჩება და მას თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია.
შეიძლება გადაიფიქროს, რატომაც არა?! წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ ამ სეზონში მოვიგებთ 4 ტიტულს, და მბაპე გადაწყვეტს, რომ დარჩეს… რატომ არ შეიძლება ასე მოხდეს?”, – თქვა ენრიკემ.