რა რაოდენობის ცოცხალი ცხოველი და ფრინველი გავიდა ექსპორტზე საქართველოდან 2023 წელს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს ინსპექტორების მიერ ცოცხალ ცხოველებსა და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ტვირთზე საექსპორტოდ 9 900 ვეტერინარული სერტიფიკატი გაიცა.
ამავე ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია:
159 267 მსხვილფეხა პირუტყვი
453 427 წვრილფეხა პირუტყვი
212 ღორი
2 კენტჩლიქიანი ცხოველი
5600 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა)
სხვა დანარჩენი – 181
14 811 595 ფრინველი
9 261 580 საინკუბაციო კვერცხი
2 270 275 კგ ტყავნედლეული
527 964 კგ მატყლი
53 766 723 კგ ცხოველის საკვები და საკვებდანამატი
10 851 კგ სხვა (ცხოველური არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი)
42 ვეტპრეპარატი

ასევე დაგაინტერესებთ