The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი Football Weekly: კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც ქართველებმა გააკეთეს, რადგან ქართველები ყველაფერს სწორად აკეთებენ

The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი Football Weekly: კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც ქართველებმა გააკეთეს, რადგან ქართველები ყველაფერს სწორად აკეთებენ
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტ Football Weekly-ში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა განიხილეს.
პოდკასტის წამყვანმა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაქს რაშდენმა და მისმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მიღწევა გრანდიოზულია. ჟურნალისტების თქმით, 2015 წელს საქართველოს ნაკრები მძიმე მდგომარეობაში იყო და ფიფა-ს რეიტინგში დაახლოებით 150-ე ადგილს იკავებდა.
პოდკასტის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ის გზა, რომლითაც საქართველომ შედარებით მოკლე დროში სიტუაცია შემოატრიალა, ფანტასტიკურია.
“მათ ნამდვილად ბევრი იმუშავეს და დიდი ინვესტიცია განახორციელეს თავიანთ ინფრასტრუქტურაში, შექმნეს ახალგაზრდული სისტემა”, – აღნიშნეს პოდკასტში.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ასევე ურჩიეს ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას, გაეგზავნათ ვინმე საქართველოში გამოცდილების შესასწავლად. “ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც მათ [ქართველებმა] გააკეთეს და შეეცადონ იგივე განახორციელონ ირლანდიაში, რადგან ისინი [ქართველები] ყველაფერს აკეთებენ სწორად და ირლანდია ყველაფერს არასწორად აკეთებს. საქართველო ევროზე მიდის, ხოლო ირლანდია – არა”, – განაცხადა პოდკასტის მონაწილე ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან