ღაზას დასახმარებლად 300 ტონაზე მეტი საკვებით დატვირთულმა გემებმა კვიპროსის პორტი დატოვეს

გემებმა, რომლებმაც ღაზაში 332 ტონა საკვები უნდა გადაიტანონ, კვიპროსში ლარნაკას პორტი დატოვეს. ხელისუფლების ცნობით, გემები დანიშნულების ადგილზე მომავალ კვირაში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის საქველმოქმედო ორგანიზაციის (World Central Kitchen-ის) განცხადებით, ეს ამ თვეში მეორედ განხორციელებული გადაზიდვაა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორის 17-წლიანი საზღვაო ბლოკადა შეამსუბუქა, რათა პალესტინელებს საკვები მიაწოდონ.
კვიპროსის ხელისუფლებამ ისრაელთან თანამშრომლობით საზღვაო დერეფანი შექმნა, რათა წინასწარ შემოწმებული ტვირთების პირდაპირ ღაზაში ჩატანა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საზღვაო კონსტრუქციის აგებას გეგმავს. კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ხრისტოდულიდესის ცნობით, მშენებლობის დასრულება 1 მაისისთვის იგეგმება, თუმცა შესაძლოა, 15 აპრილისთვის მზად იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ