31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან – ევროკომისიის პრესსამსახური

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შემოუერთდებიან. მივესალმები შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრების შემოწმებების გაუქმებას. ეს ორივე ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, ხოლო ისტორიული მომენტია შენგენის ზონისთვის, რომელიც მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების ყველაზე დიდი ზონაა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაიენმა
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რუმინეთი და ბულგარეთი საზღვრისა და მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ, ასევე, გარე საზღვრებზე ევროკავშირის უსაფრთხოებისა და მიგრაციული გამოწვევების გადასაჭრელად ერთობლივ ძალისხმევას ხელს შეუწყობენ.
„გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს შორის დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მარშრუტების გასწვრივ შეიქმნა რეგიონული ინიციატივა პოლიციის თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის არიან ბულგარეთი, რუმინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, უნგრეთი და . ეს მათ საშუალებას მისცემს, ერთობლივად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დანაშაულებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.