თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი – ქვეყანაში, სადაც ბავშვები სკოლაში, ბაღში მშივრები დადიან, ბაგა-ბაღებში ბავშვების კვების საკითხს საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ

ქვეყანაში, სადაც ბავშვები სკოლაში, ბაღში მშივრები დადიან, ასეთ სიტუაციაშიც კი არ ერიდებათ და ბაგა-ბაღებში ბავშვების კვების საკითხსაც საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა განაცხადა.
ის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ტენდერზე საუბრობს და აცხადებს, რომ 79 მილიონიანი ტენდერის მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამალულია.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ძალიან ხშირად ხდება, რომ ს პარტია მსხვილი ტენდერის პირობებს ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მოარგებს და ქვეყანაში, სადაც ბავშვები სკოლაში, ბაღში მშივრები დადიან, სადაც თვიდან თვემდე ოჯახებმა არ იციან ამ გაზრდილი ფასების, დაბალი ხელფასების ფონზე როგორ იცხოვრონ. მაშინ, როდესაც უფრო და უფრო იზრდება ემიგრაცია, მშობლები ტოვებენ ოჯახს, საკუთარ შვილებს, ასეთ სიტუაციაშიც კი არ ერიდებათ და ბაგა-ბაღებში ბავშვების კვების საკითხსაც კი საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ“, – განაცხადა ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.