ესტონეთის თავდაცვის მინისტრი – ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საკმარისი თანხა არ არის

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საკმარისი თანხა არ არის, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.
„თუ მილიონ ჭურვზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს დაახლოებით, სამი მილიარდი ევროა. არის სხვადასხვა კალიბრები, პატარები ცოტათი უფრო იაფია. შესანიშნავი იქნება, თუ ყველაფერი გაკეთდება. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი თანხა არ არის“, – განაცხადა ჰანო პევკურმა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში უამრავი ადგილია, სადაც ჭურვების შეძენა შეიძლება.
„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ შესაძლო პარტნიორების ჭურვები ფიზიკურად შევამოწმოთ. გვითხრეს, რომ ჩვენ ჭურვების მიღება შეგვიძლია, მაგრამ რა მდგომარეობაშია ისინი, ვარგისია თუ არა გამოსაყენებლად, ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს“, – აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე