საჩუქრები შავ პარასკევს ისთ ფოინთის ყოველწლიური ტრადიციაა. ახალი, საინტერესო გამოცდილებისთვის წელს შოპინგისა და გართობის ქალაქი, Mastercard-თან ერთად, მომხმარებელს უამრავ ფასდაკლებას თუ საჩუქრებს ჰპირდება.
„ისთ ფოინთში მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ სიახლე და შევუქმნათ შოპინგის ახალი, უნიკალური გამოცდილება. ამ მიზნით, ხშირად გვაქვს კოლაბორაციები სხვადასხვა კომპანიასთან თუ არტისტთან. წელს, შავი პარასკევის ფარგლებში, რომელსაც განსაკუთრებულად ელიან ჩვენი მომხმარებლები, ვითანამშრომლეთ Mastercard-თან და 24 ნოემბერს ფასდაკლებებთან ერთად, ჩვენს სტუმრებს გარანტირებული საჩუქარიც ელოდებათ“, — ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი, თეიკო ლომინაძე.
საჩუქრის მიღების პრინციპი მარტივია: პირველ 300 მომხმარებელს, რომელიც 24 ნოემბერს, შავ პარასკევს იშოპინგებს Mastercard-ის ბარათით ისთ ფოინთის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში და წარადგენს ჯამურად 300₾ ქვითარს საინფორმაციო ცენტრში, ადგილზე ექნება საშუალება, დაატრიალოს ბორბალი და გარანტირებულად მიიღოს მრავალფეროვანი საჩუქრები: JBL-ის დინამიკი, PHILIPS-ის ყავის აპარატი, LUTECIA-ს ვაუჩერი და სხვა.