კრიპტოს „ოქროს ბიჭს“ სემ ბანკმენ-ფრიდს 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის კლიენტებისგან მილიარდობით დოლარის მოპარვის საქმეზე სემ ბანკმენ-ფრიდს 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ორსაათიანი მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლუის კაპლანმა თქვა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა ბენკმენ-ფრიდმა იცოდა, რომ მისი ქმედებები დანაშაულებრივი იყო და ჰქონდა მცდარი იმედი, რომ მას არ დაიჭერდნენ.
„ბევრი შეცდომა დავუშვი“, – განაცხადა ბანკმენ-ფრიდმა სასამართლოში, მაგრამ განაგრძო მტკიცება, რომ FTX ბირჟას ჰქონდა შესაძლებლობა აენაზღაურებინა კლიენტებისთვის.
32 წლის ყოფილი მილიარდერი თაღლითობასა და შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს.
პროკურორების თქმით, -ს ისტორიაში „ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობის“ ფარგლებში სემ ბანკმენ-ფრიდმა კლიენტებისგან 10 მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.
კრიპტოვალუტის ბირჟა FTX- ი 2022 წელს გაკოტრებამდე 32 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ბანკმენ-ფრიდმა შექმნა გასაოცარი იმიჯი, რომლითაც მან შეძლო ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების და ბიზნეს ტიტანების მოზიდვა.