აზერბაიჯანში შესაძლოა ელექტროენერგიის ფასი შემცირდეს

მზის ენერგიის მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ელექტროენერგიის ფასებზე. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, ქვეყანაში, მზის ენერგიის წარმოება 6-ჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი 27 000 მეგავატად არის შეფასებული.
ამ თემაზე საუბრისას, დეპუტატმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის არსებობამ და ენერგიის წარმოების ზრდამ, შესაძლოა აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ფასის შემცირება გამოიწვიოს.