ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს

ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად ნულია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.
აბაშიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, თუმცა, მისი დესტრუქციული ქმედებები განეიტრალდება.
“დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად “მოითხოვა” უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა. კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად 0-ია.
წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები “გაყალბებულად” გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს