საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ – აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს

საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ – აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს
„EPP-ის (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია ევროკავშირში) ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი არაკეთილსინდისიერად იქცევა და შიდა პოლიტიკას გარე დაფინანსების საშუალებით ქმნის. ჩვენთანაც ეს ხდება – ქართული პოლიტიკის ფორმირებას უცხოური კუპიურებით ცდილობენ“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ცდილობს ქართული პოლიტიკა უცხოური ძალების მიერ იმართოს, რაც საქართველოს სახელმწიფოს აზიანებს.
„ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც თურმე სადღაც, უცხოეთში უნდა განიხილონ, თუ საჭიროა, საქართველო თურმე ომშიც უნდა ჩაერთოს და იმ სანქციებსაც დაექვემდებაროს, რაც მას დააზიანებს. ამ ფონზე კი ოპოზიცია 1000-ლარიან პენსიებს მოითხოვს, სიღარიბეს აკრიტიკებს და შობადობის დაბალ მაჩვენებელს „განიცდის“. კი, პრობლემები არსებობს, მაგრამ მაშინ გენახათ სიღარიბე და სიკვდილიანობა, მათი პოლიტიკით ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში რომ გაეხვეოდა. გახსოვთ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაც, რომლის თქმითაც, თურმე ცხელი ბომბების წვიმა ერჩივნა ქართულ ცაზე იმას, რომ საქართველოს სანქციებზე უარი ეთქვა.
სწორედ ამ რადიკალებმა შემოიტანეს ემოციური თემები, რომ თურმე აფხაზეთსა და ცხინვალში ომით უნდა შევსულიყავით. ჩვენ კი ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი გზაა ამ საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ – აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს, როგორც ეს 2008 წლის ომში მოხდა, რომელიც გამოსაძიებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ