“რაც შეძლო ჩვენმა ქვეყანამ, ძირითადად არის მათი დამსახურება” – იმერეთის რეგიონში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები გრძელდება

იმერეთის რეგიონში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები გრძელდება. პარტიის ლიდერებმა შეხვედრა ჭიათურაში გამართეს. კონფერენციაზე ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.
დღესვე კონფერენცია საჩხერეში გაიმართება. შეხვედრა უკვე შედგა ხარაგაულში.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პარტიის თითოეულ წევრს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ქვეყანამ მათი უშუალო მხარდაჭერით მიაღწია იმ წარმატებას, რაც გვაქვს.
“ავირჩიეთ რაიონული ორგანიზაციების ახალია თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყველა მათგანს მთელი საქართველოს მასშტაბით ვუსურვებ წარმატებას. მინდა, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს გადავუხადო უღრმესი მადლობა. რაც შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ძირითადად არის მათი დამსახურება, ხალხთან ერთად, რომლებიც მათ და ჩვენ გვენდობიან. რაც არ უნდა ამაყად და ღირსებით ვილაპარაკოთ, რომ არა თითოეული მათგანის უშუალო ჩართულობა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება