ლაიენი: უკრაინის მომავალი EU-შია – მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, დაწყებულია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.
“ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩებში და ერთხმად ისაუბრა. თქვენ თქვით: ეკუთვნის ევროპას, ჩვენი მომავალი ჩვენვე გვეკუთვნის”. – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
Ten years of dignity.

Of pride.

Of striving for freedom.

The cold winter nights of Euromaidan have changed Europe forever.

Today, it is clearer than ever.

The future of Ukraine is in the European Union.

The future that the Maidan fought for has finally begun. pic.twitter.com/Z0xD4Ss3Qs— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 21, 2023
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით “ებრძოდნენ ევროპულ დროშებში გახვეული უკრაინელები სნაიპერებსა და სპეცრაზმს”.
“თქვენ გადაწყვიტეთ, იყოთ საკუთარი მომავლის მფლობელები. დღეს, როგორც არასდროს, უფრო ნათელია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაწყებულია. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას!” – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა. თითქმის 4-თვიანი საპროტესტო აქციებს 104 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. ევრომაიდნის მოვლენებს ასევე ღირსების რევოლუციასაც უწოდებენ.