იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

იუსტიციის სახლებში რამდენიმე სერვისის მიწოდება შეფერხებულია. გამოქვეყნებულ განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია ტექნიკური ხარვეზი.
„დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია [… ნაწილი] სერვისების გაცემა… ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, – წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
ამჟამად შეფერხებულია შემდეგი უწყებების სერვისები:
· საჯარო რეესტრი;
· ეროვნული არქივი;
· აღსრულების ბიურო;
· ნოტარიუსთა პალატა.
შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები 23:00 საათამდე გაზრდიან სამუშაო დროის ხანგრძლივობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია