შალვა პაპუაშვილი – თემურ ალასანია საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე – სწორედ ეს ადასტურებს, თუ რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში

ნახეთ თქვენ ბიძამისის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ ჯგუფის მიზანი, ვინც სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა, არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. მისი თქმით, ს დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში.
„იქნებოდა ის, ში თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა, მისი მთავარი მიზანი და მისი, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება არის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. ნახეთ თქვენ ბიძამისის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ. მათ შორის, მათი მიზანი იყო, რომ ამ პერიოდში, როდესაც მიდის ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენთანაც არეულიყო სიტუაცია. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, არის ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც იმართება ჯგუფებიდან, ვინც ის შემოაპარეს, ვინც მას მფარველობს. ხან რომელიღაც რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი, აბსოლუტური ტყუილებით, თითქოს ხდებოდა მისი წამება, ხან რომელიღაც განცხადებებში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ხან პირდაპირ ქმედებებში. ვიცით, რომ საქართველოში ის შემოაპარა უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს? მერე სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად უნდა გელაპარაკოთ და შემდეგ კიდევ პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო. ეს სამარცხვინო ცირკია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. კიდევ ვხედავთ, რომ მის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომლებიც ხბოს აღტკინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას. ცდილობს, რომ არიოს საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ცდილობს, რომ იყოს დესტაბილიზაცია. მთავარი პრობლემა არის, რომ გვყავს ჩვენ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში