შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„სასიამოვნოა უკან კიევში ყოფნა – მეგობრებთან ერთად“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.
შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას კიევის სადგურში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და ევროკავშირის ელჩი უკრაინაში კატარინა მატერნოვა დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ