სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის ბავშვია

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.