„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, აქტიური რეზერვის პირობები იცვლება

„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, აქტიური რეზერვის პირობები იცვლება. ამასთან, პირს აქტიურ რეზერვში სამსახურის შემდგომ, მიუხედავად იმისა, დაარღვია თუ არა კონტრაქტი, სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება შეუნარჩუნდება.
წოდებრივი დაწინაურების პროცესის განსაზღვრისას ცვლილებებია ვადებთან დაკავშრებით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა დგინდება: – უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.
“თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ