თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე