ბადრი ჯაფარიძე – აშშ-ს ელჩთან გვქონდა ყველა იმ საკითხზე საუბარი, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის – აშშ იყო, არის და რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ერთგულ და საიმედო პარტნიორად

ბევრი ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე, არჩევნების წინა პერიოდის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია აშშ წარმოდგენილი იყოს გრძელვადიანი დამკვირვებლებით, რაც შეიძლება მაქსიმალური ოდენობით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ 2020 წლის პრაქტიკის განმეორება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან პარტიის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდზე და მუდამ იქნება.
„აშშ-ს ელჩთან გვქონდა ყველა იმ საკითხზე საუბარი, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის, თუ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე, არჩევნების წინა პერიოდის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია აშშ წარმოდგენილი იყოს გრძელვადიანი დამკვირვებლებით, რაც შეიძლება მაქსიმალური ოდენობით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ 2020 წლის პრაქტიკის განმეორება და არ დავუშვათ ის, რომ ქართველი ამომრჩევლის ხმა დაიკარგოს. აქ გვექნება სრული მხარდაჭერა.
რა თქმა უნდა, აშშ იყო, არის და რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ერთგულ და საიმედო პარტნიორად, მეგობრად. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს ზიანი მიაყენოს ამ ურთიერთობებს და დისკრედიტაცია მოახდინოს ჩვენი უახლოესი პარტნიორის, რა თქმა უნდა, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდზე და მუდამ იქნება.
რაც შეეხება თემებს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ასევე, ეს არის “საქართველოს დაცვის აქტი”, რომელიც ჩვენ გავაცანით ელჩს, რომელიც გულისხმობს მთელ რიგ ნაბიჯებს. დღეს პარლამენტში ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს ანა ნაცვლიშვილი. ასევე, ვისაუბრებთ, ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ