“მართლა ყველა მსოფლიო ვარსკვლავზე ლამაზი ხარ” – მანიკა ასათიანის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. გარდა გარეგნობისა, ის თავისი ქარიზმითა და პროფესიონალიზმითაც იქცევს ყურადღებას. მისი ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამორჩეულია პროექტი “ვინ ვინ არის”, სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.
მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. მანიკამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოჯახი მისთვის უპირველესია და მეუღლესა და შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ამჯერად მანიკა “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-12 სეზონის ერთ-ერთი წამყვანია. ყველამ აღნიშნა, რომ ის იდეალურად გამოიყურებოდა. მანიკა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს სწორედ შოუს კულისებიდან აქვეყნებს.