2024 წელი, გარდა იმისა, რომ ნაკიანი წელიწადია, კარმული დროცაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ზუსტად იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს…
შეიძლება ითქვას, რომ ახლა დროის გზაჯვარედინზე, დიდი ცვლილებების წინ ვდგავართ. ყველაფერი მოძველებული, წარსულში დატოვებული აუცილებლად უნდა განადგურდეს, თუ გსურთ, რომ მომდევნო წლიდან თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოვიდეს.
ასტროლოგების თქმით, თქვენი მომავალი, კეთილდღეობა თქვენსავე თავზეა დამოკიდებული. რწმენები, დამოკიდებულებები საწყის წერტილს უბრუნდება და ზუსტად იმ შედეგს გაძლევთ, რაც დაიმსახურეთ.
დაფიქრდით, როგორ უყურებთ სამყაროს და რა გზავნილებს, აზრებსა და ემოციებს უშვებთ გარემოში. თუ ირგვლივ მხოლოდ ნეგატივს ხედავთ, სამყაროს აგრესიას, შურსა და ბოღმას უგზავნით, ეს ემოცია უკან დაგიბრუნდებათ და 2024 წლის განმავლობაში არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდებით.
შეეცადეთ, წლის ბოლომდე საკუთარ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს გადახედოთ. დაფიქრდეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასა და გარკვეული საკითხების გადაჭრაზე. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი ნეგატიური ფიქრებისაგან. თუკი ახლა ცუდად ხართ, იმედგაცრუებას გრძნობთ, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ბრაზის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, უარი თქვათ წარსულის ნეგატიური გამოცდილებით ცხოვრებაზე და ახალი ფურცელი დაიწყოთ.
იყავით სიახლეებისთვის მზად, გამოხატეთ სამყაროს მიმართ მადლიერება, საყვარელ ადამიანებს აგრძნობინეთ, რომ გიყვართ, თქვენს თავს გადაუხადეთ მადლობა ყველაფრისთვის – კარგი გამოცდილებისთვისაც და შეცდომებისთვისაც.
შეხვდით 2024 წელს მშვიდად. ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანებსა და საქმეებზე ფიქრში, რომლებიც უკვე წარსულში დარჩნენ. მსგავსი დამოკიდებულებით, 2024 წელი თქვენთვის მშვიდი, წარმატებული, განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული იქნება.
ისწავლეთ წარსულის გაკვეთილებისაგან, მაგრამ მანკიერი წრიდან აუცილებლად გამოდით! წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წელი ნეგატიურ ემოციებს კვლავ უკან დაგიბრუნებთ.
ასტროლოგების თქმით, დეკემბრის ბოლომდე ადამიანებისათვის გლობალური ტრანსფორმაციის პერიოდია, როდესაც ყველას მოგვიწევს, საკუთარ შიშებს, ემოციებს ჩავუღრმავდეთ, არსებული საქმეები, ურთიერთობები გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ. წაიკითხეთ სრულად
„მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა….“-ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
“გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…” – ნინა წკრიალაშვილი დუმილს არღვევს