ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ,,25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გურიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა.
მონაწილეებს გამარჯვება გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დარსალიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მიულოცეს. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“