“კროკუსში” მომხდარი ტერაქტის საქმეზე რუსეთში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლების დაფინანსების სქემაში მონაწილეობდა.
ეჭვმიტანილის ვინაობისა და მისის სავარაუდო დანაშაულის სხვა დეტალების შესახებ საგამოძიებო უწყება დუმს. მაგრამ აპირებს სასამართლოს ახალი ეჭვმიტანილის დაკავების შუამდგომლობით მიმართოს.
ს საგამოძიებო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდამსხმელთა უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირს ადასტურებს.
“გამოძიებას გააჩნია დადასტურებული მონაცემები ტერაქტის შემსრულებლებისთვის უკრაინიდან მნიშვნელოვანი თანხების და კრიპტოვალუტების შემოდინების შესახებ, რომლებიც დანაშაულის მომზადებისთვის გამოიყენეს”, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მტკიცებულებები, სავარაუდოდ, დაკავებულებისგან ამოღებული ტექნიკის საშუალებების შემოწმებისა და მათი ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად იქნა მოპოვებული. საგამოძიებო დეპარტამენტს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მიუხედავად იმისა, რომ „კროკუსზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“, რუსეთმა ტერაქტი არაერთხელ, ირიბად დაუკავშირა ს, რასაც სგან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
· რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
· 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.
· კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ტერაქტში ეჭვმიტანილებს წამების კვალი.