გახარია სააკაშვილზე: გგონიათ მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია?

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მისი თანაპარტიელების განცხადებას განმარტავს ს კლინიკიდან საპატიმროში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
გახარიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდება, ეს მისსავე ინტერესშია, რადგან გახარიას აზრით, მის ჯანმრთელობას პოლიტიკურად იყენებს ყველა „ვისაც არ ეზარება“:
„მისთვისვე ჯობია ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ. იმიტომ რომ ამ პოლიტიკური თემებიდან თუ გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა ჰუმანიტარულ განზომილებაში მისი პრობლემა გადაწყდეს. თქვენ გგონიათ მე მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია და ამ სამარცხვინო კადრებს რომ ანახებს „ოცნება“ მთელ მსოფლიოს, თქვენ გგონიათ ეს მე მომწონს? არ მომწონს,“ — ამბობს გიორგი გახარია გადაცემაში „რეაქცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება