ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში მარტოხელა მშობლების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს მარტოხელა მშობლის სტატუსზე და სახელმწიფოს მხრიდან მათთვის შეთავაზებულ შეღავათებზე.
„სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი მიდგომა მარტოხელა მშობლების მიმართ. კანონის მიღმა ძალიან ბევრი ადამიანია დარჩენილი. მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ, რომელსაც კანონი არ ცნობს. ეს ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ. მარტოხელა მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვი დგას, რომელიც საჭიროებს სრულფასოვან კვებას, წიგნებს, თბილ და მოსიყვარულე გარემოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ინიციატივებს შევთავაზებ“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია