საქართველოს თავდაცვის მინისტრი ს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ სთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ. 5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად ფორმირდება. ჩვენ თვალწინ, მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა ხდება“ – ემუქრება თუ არა შვეიცარიელ ჟურნალისტს როჯერ კეპელს ევროკავშირის სანქციები

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა