საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს
„ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” წევრი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთელი ევროპა თანხმდება, რომ ასეთი გამჭვირვალობის აქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება მსგავსი კანონები.
“ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: – რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
აჰა, საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა… ხუმრობა იქით იყოს და მთელი ევროპა თანხმდება, რომ ასეთი გამჭვირვალობის აქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მასშტაბისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას ხომ უფრო მეტად ესაჭიროება?! საჭიროების აუცილებლობასაც, რომ დავანებოთ თავი ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ. დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოგვთხოვს ევროკავშირი კანონს გამჭვირვალობის შესახებ და როგორ მოვიქცეთ – საფრანგეთის, ჩეხეთის და ზოგადად ევროკავშირის კანონმდებლობა გავიაზროთ თუ სამნიძის, კორძაიას და ნაცვლიშვილის კოლაბორაციულ შეგონებებს დავჯერდეთ?!” – წერს ქადაგიძე.
Previous: პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები კანონდება, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია