ბსუ-ში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში -ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები ეწვივნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, USDA-ის ვაშინგტონის ოფისის პროექტის ხელმძღვანელები: ქრეიგ ტენი, რაფაელ გუტიარესი, ოფისის წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და ,,მომავლის ფერმერის” პროექტების მენეჯერი ნატალი კლდიაშვილი ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მერაბ დიასამიძეს შეხვდნენ.
„მხარეებმა შეხვედრაზე განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მიმდინარე წელს უნივერსიტეტის ჩართულობით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების განხორცილება.
ბსუ-ში ერთი წელია საპილოტე რეჟიმში წარმატებით მუშაობს ექსტენციის ცენტრი. უცხოელი პარტნიორები ადგილზე გაეცნენ პროექტის აქტივობებს, თამარის დასახლებაში ბსუ-ს საცდელი/დემო ნაკვეთის მოწყობის სამუშაოებს და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში განხორციელებული სასკოლო პროექტის შედეგებს. ასევე, გაესაუბრნენ აგროკლუბის მონაწილე მოსწავლეებს და ხაზი გაუსვეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობას.
შეხვედრას ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე და აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ