ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენი ხილვადობის არქონის გამო ვერ მონაწილეობს

ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში -ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხილვადობის არქონის გამო დროებით ვერ მონაწილეობს, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბაკურიანიდან. საფრენი აპარატი დაბა ბაკურიანში დაბრუნდა. ვერტმფრენი თბილისიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სამაშველო ჯგუფმა შემთხვევის ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო. ბაკურიანიდან ადგილობრივებიც დაიძრნენ შემთხვევის ადგილისკენ.
რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბაკურიანის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების – ოთას და ოშორას – მიმდებარედ 28 მარტს, დილით,, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
ბაკურიანში ზვავის მოწყვეტის შედეგად 2016 წელს დაიღუპა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი. ზვავის ჩამოწოლისას იგი დიდველსა და კოხტაგორას შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!