ლატვიის მინისტრი გადადგა კერძო ფრენების სკანდალის გამო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ 10 აპრილიდან თანამდებობას დატოვებს.
ამის შესახებ ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM იტყობინება.
გადადგომა მოჰყვა ლატვიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებას, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის მოგზაურობის ხარჯებზე, მათ შორის კერძო თვითმფრინავების გამოყენებაზე პრემიერ-მინისტრობის დროს.
კერძოდ, ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი სპეციალური რეისებით, სულ მცირე, ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.
როგორც ლატვიური მედია წერს, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენებზე, რომლებიც მან ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრებისთვის გამოიყენა. მათივე ცნობით, ამ ფრენების ხარჯები დაფარული იყო ევროკავშირის სახსრებიდან და არა ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ სახელმწიფო კანცელარიამ არ შეიტანა ეს მონაცემები კრიშიანის კარინშსის კერძო ფრენების შესახებ შეგროვებულ ინფორმაციაში.
ლატვიური მედიის თანახმად, კრიშიანის კარინშმა მინიმუმ 36 სპეციალური რეისით ისარგებლა, რისთვისაც, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროკავშირის რესურსებიდან 1,3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გრძელდება ლატვიის სეიმში. თავად კრიშიანის კარინშსი სპეცრეისების გამო კრიტიკას დაეთანხმა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი წყალობით შეძლო შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს, რაც შეიძლება სწრაფად, რთულ ლოჯისტიკურ პირობებში, და ამით გააძლიერა ლატვიის როლი ევროკავშირსა და ნატოში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი საბა სხვიტარიძის საქმეზე – ჩვენ ვხელმძღვანელობთ მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე

კახა კალაძე – „MEGOBARI აქტი“ სრულად გაჯერებულია სიცრუითა და ცილისწამებით – გამოაშკარავდა, რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში: 360 ათასია გადახდილი და კონგრესმენ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული, რომ საქართველო გააშავოს