ბაიდენის საარჩევნო კამპანიას $25 მილიონი შეემატა

ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ბილ კლინტონმა მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიისთვის დამატებითი თანხები მოიზიდეს. ნიუ-იორკში, „რედიო სითი ჰოლში, გამართულ ფანდრაიზინგზე საერთო ჯამში 25 მილიონი ამერიკული დოლარი შეგროვდა. შეგროვებული თანხა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდება.
„რედიო სითი ჰოლში“ გამართულ შეხვედრაზე ბილეთების ფასი 250 დოლარიდან იწყებოდა და მაქსიმალური ფასი 500 000 დოლარი იყო. ღონისძიებას 5 000 ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ვირტუალურად დასწრების მსურველებს მინიმალური შემოწირულობა უნდა გაეკეთებინათ, რაც 25 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ბაიდენის საარჩევნო ჯგუფმა ამ დროისათვის 53 მილიონი ამერიკული დოლარის მოგროვება შეძლო თებერვალში, ხოლო ერისადმი მიმართვის შემდეგ 7 მარტს, მხოლოდ 24 საათში 10 მილიონი ამერიკული დოლარი.
81 წლის ბაიდენის საპრეზიდენტო საქმიანობას დადებითად ამერიკის მოსახლეობის 40 პროცენტი აფასებს, ნათქვამია კვლევაში რომელიც სააგენტო „როიტერის“ დაკვეთით „იპსოსი“ აქვეყნებს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ წინასწარ კვლევებში ამ ეტაპზე, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, 77 წლის დონალდ ტრამპი ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ – საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ – რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”