ინგრევა ეს პოლიტიკური პარტია და ამ ნანგრევებისგან გადარჩენას ცდილობს გარკვეული ჯგუფი, აქვთ მცდელობა სახის შენარჩუნების – მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ამჯერად მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მანიფესტია, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს უნდა მიიღოს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირება მმართველ პარტიაში არ უკვირთ – “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ახლა “ნაციონალური მოძრაობა” სრულად ჩამონგრეულია და ორად გაყოფილ ბანაკში კონკრეტული ჯგუფები სწორედ ამ ნანგრევებს ეჭიდებიან.
თუმცა, როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, არც ერთობლივად და არც ცალ-ცალკე “ნაციონალური მოძრაობის” ცალკეულ პოლიტიკოსებს პოლიტიკური პერსპექტივა და მომავალი არ აქვთ.
“ინგრევა ეს პოლიტიკური პარტია და ამ ნანგრევებისგან გადარჩენას ცდილობს გარკვეული ჯგუფი. მეორესთან დაპირისპირება არის მათი მთავარი ამოცანა… კიდევ შეიძლება იყოს რაღაც დაჯგუფებები. რეალურად, აქვთ მცდელობა სახის შენარჩუნების, იმის, რომ ნანგრევებში არ მოყვნენ. პრაქტიკულად, შესაძლებლობა არ აქვთ, რომ პარტიულ განვითარებაზე, პარტიულ ხაზზე იფიქრონ, არამედ ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, ვის ყველაზე მეტი ნანგრევი შეიძლება შეხვდეს ამ შემთხვევაში ამ დანგრეული პოლიტიკური პარტიიდან. შესაბამისად, არ მგონია, რომ რაღაც სერიოზულ პერსპექტივებზე ფიქრის საფუძველი და შესაძლებლობა ჰქონდეს იქ დარჩენილ ნებისმიერ დაჯგუფებას, ვინც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დომინანტი თუ წასული ძალა ამ პოლიტიკური პარტიიდან,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს