სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.
ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:
Georgian Airways:
• თბილისი – მიუნხენი – თბილისი – 3 სიხშირე;
• თბილისი – ბერლინი – თბილისი – 2 სიხშირე კვირაში.
Wizz Air:
• ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;
• ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;
• ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;
• ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;
• ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე.
Lufthansa:
• მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – 10 სიხშირე კვირაში.
Eurowings:
• ბერლინი – თბილისი – ბერლინი – 1 სიხშირე კვირაში;
• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – 2 სიხშირე კვირაში.
სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.