“ხელმოწერაზე უბრალოდ საუბარი შეუძლებელია, არც კი ვიცით ხელი რას ეწერება, თავადაც როგორ საუბრობენ, რომ ხელს მოვაწერთ…იციან ჯერ რა მანიფესტი უნდა იყოს?” – ნიკა მელია

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ამჯერად მიზეზი ს მანიფესტია, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს უნდა მიიღოს.
“კურიერთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან მისი შინაარსიც კი არ გააცნეს. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თუ ის ნამდვილად ერთობის მომხრეა, მაშინ მან პარტიაში არსებული პრობლემები უნდა აღიაროს.
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ასევე დეგრადაციასა და დაბალ პოლიტიკურ კლასზე საუბრობს.
“ხელმოწერაზე უბრალოდ საუბარი შეუძლებელია, არც კი ვიცით ხელი რას ეწერება, იქნებ ამ მანიფესტში წერია ს ამ მენეჯმენტის დამგმობი პოსტულატები. თავადაც როგორ საუბრობენ ამ პირობით, რომ ხელს მოვაწერთ. იციან ჯერ რა მანიფესტი უნდა იყოს?
რეალობა თუ გინდა შეცვალო პოზიტიურობისკენ, ჯერ მძიმე რეალობა უნდა აღიარო. ამას არ აღიარებენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ერთობა შესაძლებელი ყოფილიყო. გვხვდება ყრუ კედელი, ამიტომ არჩევანი არის მათზე.
ეს დაპირისპირება მიდის ტყუილსა და სიყალბეს შორის და მე მჯერა, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ამას ხედავს როგორც პოტენციური ამომრჩეველი, რომელიც ხმას დროდადრო გაძლევდა ან ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი.
ყველა ვარიანტში და შემთხვევაში ვიქნები იქ, სადაც არის სიმართლე. სიმართლე დღეს აქ არ არის, აქ არის სიყალბე. აქვთ შანსი გამოასწორონ ეს რეალობა. გამოასწორებენ – კი ბატონო. მაგრამ, ვხედავთ პირიქით – არაღიარება პრობლემისა და კადნიერი დამოკიდებულება საკუთარი პარტიის ამომრჩევლებისადმი.
ხაბეიშვილის განცხადებას თუ მოისმენთ და ნებისმიერი საქართველოს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, როდესაც ასე უდიერად საუბრობს და აბუჩად იგდებს საკუთარი პარტიის ათასობით თანამოაზრეს და მგლის ბილეთებზე ესაუბრება, ემუქრება, რომ ამ მგლის ბილეთს გადმოგცემთო, ანუ რას ასხივებს ეს მენეჯმენტი? ასხივებს უმდაბლეს პოლიტიკურ კლასს, დეგრადაციას. თუ ვინმე ხლეჩს, ხლეჩენ ისინი,” – აცხადებს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარ ხელმოწერაზე უარის გამოცხადება , როდესაც მანიფესტის შინაარსი არ გინახავს, არასწორად მიაჩნიათ.
“ჩემს აზრს ვიტყვი, ის, რომ ხაბეიშვილის მგლის ბილეთით გაშვება უნდა ათიათასი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის, ეს არ მგონია, რომ ნორმალური იყოს. არავის არ ემუქრება, პირიქით არის ეს ყველაფერი.
ამ დროს ეს რყევები რას ემსახურება, ვიცი უკმაყოფილო და ნაწყენი არიან რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ამისთვის არსებობს ეს მანიფესტი.
არ უნდა ეთქვა ასეთი რამე, მანიფესტი ჯერ არავის უნახავს – წინასწარ გამოცხადება, რომ ხელს არ მოვაწერ – არასწორი მგონია, არ ვერიდები,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი .

ასევე დაგაინტერესებთ

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს