სასამართლოში კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის პროცესი იმართება – ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა

საქალაქო სასამართლოში კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის პროცესი იმართება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სხდომაზე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა, რის გამოც პროცესი დროებით გადაიდო.
24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო, კოსტა სანიკიძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. “რუსთავი 2”-ის პროექტ “პრაიმჰაუსის” ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა კვირას დილით მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და მსახიობს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი