რუსული დამოუკიდებელი მედია Astra-ს ინფორმაციით, 27 მარტს, ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაშავდა შსს-ს ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომელი ინა ჩვიროვა.
ჩვიროვამ დრონის იერიშის შედეგად თავის ტვინის დაზიანება მიიღო, ასევე მისი სხეულიდან ამოიღეს დრონის ნამსხვრევები.
დაშავებული შსს-ს თანამშრომელი ადგილობრივ სტრუქტურაში ფინანსური მომარაგების ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებს.
შედარებით მცირე დაზიანებები მიიღო შსს-ს ვიცეპოლკოვნიკმა რომან მარადურამ.
ოფიციალური რუსეთი დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს.