რუსეთს მთელი ქართული ექსპორტის 20% მიაქვს, რუსეთზე მოდის საქართველოდან გატანილი პროდუქციის 20% | “ლელო”

საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე – საქსტატის მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საგარეო ვაჭრობის 20% სწორედ რუსეთზე მოდის.
პარტია “ლელოში” აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია საგანგაშოა და ქვეყნის “ეკონომიკურ ოკუპაციას” უტოლდება. “ლელოში” განსაკუთრებით საყურადღებოდ მიაჩნიათ ის, რომ დღეს საქართველოს ხორბლის მოხმარება თითქმის 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული. მათი თქმით, ოკუპანტი
სახელმწიფოა დომინანტი ისეთი სტრატეგიული პროდუქტის იმპორტშიც, როგორც ნავთობპროდუქტებია.
“მხოლოდ რუსეთს მთელი ქართული ექსპორტის უკვე 20% მიაქვს და რუსეთზე მოდის საქართველოდან გატანილი პროდუქციის 20%. სავალალო ტენდენციაა, რომ არის პირველ ადგილზე და ჩინეთი მესამე ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მსახურებაში მყოფი ხელისუფლება, “ქართული ოცნება” ახერხებს ამ ქვეყნის ეკონომიკის სრულად ჩამოკიდებას რუსეთის ფედერაციაზე,” – აღნიშნავს “ლელოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი.