“თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართავთ” – ლაზარეს დედა

გამამტყუნებელი, თუ გამამართლებელი განაჩენი? – მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიდიასის საბოლოო ვერდიქტს მისი ოჯახის წევრები ელოდებიან.
დაკავებული ახალგაზრდის დედა იმედს გამოთქვამს, რომ ერთ-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 22 წლის ბიჭი თავისუფლებაზე გამოვა.
როგორც თამთა კალანდაძემ “პირველებთან” საუბრის დროს განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაცვის მხარე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.
ჩემი დიდი სურვილია, რომ სამართლიანად შეფასდეს ლაზარეს საქმე და დადგეს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ეს მოსამართლეზეა დამოკიდებული და ვნახავთ, რას მოიმოქმედებს და როგორ გადაწყდება ლაზარეს საქმე. თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მივმართოთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე. ვიცით, რომ საქმეს გადახედა და საქმის კურსშია, ამიტომ გვჯერა, რომ სამართალი იზეიმებს”, – ამბობს თამთა კალანდაძე.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესი 1 თვის წინ იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ უეცრად შვებულება აიღო და სხდომის თარიღმა გადაიწია. მოსამართლემ პირობა დადო, რომ სწორედ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადებს საბოლოო განაჩენს.
შეგახსნებთ, 2023 წელს, 7-8 მარტის აქციების დროს დააკავეს. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანის დაწვაში ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!