„ნაცმოძრაობის“ დროს ფეხბურთის სკოლები და სტადიონები გაყიდეს, ბავშვების სიარული ფეხბურთზე 45 000-დან 12 000-მდე დაეცა, „ქართული ოცნების“ დროს კი ისევ ავიდა 30 000-მდე

„ნაცმოძრაობის“ დროს ფეხბურთის სკოლები და სტადიონები გაყიდეს, ბავშვების სიარული ფეხბურთზე 45 000-დან 12 000-მდე დაეცა, „ქართული ოცნების“ დროს კი ისევ ავიდა 30 000-მდე
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმისას გაყიდეს ფეხბურთის სტადიონები და სკოლები – 35-ე სკოლა, „ნორჩი დინამოს სკოლა“ და ა.შ. ამიტომ, მათ რა უნდა თქვან, საერთოდ. უფრო მეტიც, სპორტთან დაკავშირებით, რომან გოცირიძიდან დაწყებული, ზურაბ ჯაფარიძით გაგრძელებული და სხვა პოლიტიკოსები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რაში ხარჯავთ ამ ფულსო“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს სპორტის მიმართულებით და რა კეთდება დღეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას.
„ბევრი გაკეთდა სპორტისთვის „ქართული ოცნების“ დროს და უფრო მეტი გაკეთდება – მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. იმ ნიშნულამდე უკვე მისული ვართ, რომ ვიცით, რა არის საჭირო იმისთვის, საქართველოში რომ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღიზარდოს. ახლა ვაგვარებთ იმას, რომ ყველა რეგიონში იყოს სპორტული ინფრასტრუქტურა.
ეს საჭიროა იმ ფონზე, რომ სპორტში ყველა მიმართულებით ნიჭიერი ერი ვართ. მმართველი ხელისუფლება თუ ყურადღებას არ აქცევს ასეთ რამეს, გამარჯვებები თავისით არ მოდის. ახლა რომ ჩაიცვა საქართველოს ნაკრების მაისური სააკაშვილმა და ისე გველაპარაკა „ვივამედიდან“, მისი განადგურებულია სწორედ ფეხბურთის სტადიონები. სტატისტიკაც არსებობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ბავშვების სიარული ფეხბურთზე 45 000-დან 12 000-მდე დაეცა, დღეს კი ისევ ავიდა 30 000-მდე. ხვალ კიდევ უფრო მეტი ბუმი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან