შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ექვს პირსა და ორ ორგანიზაციას რუსეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესეს.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით, ქმედება ორ ქვეყანას შორის კოორდინაციით განხორციელდა.
სანქცირებულ კომპანიებს შორისაა რუსული კომპანია „ალისი“, რომელიც მდებარეობს ვლადივოსტოკში და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩრდილოეთ კორეულ კომპანია Chinyong-თანაა დაკავშირებული. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ Chinyong-ი კომპანიებისა და წარმომადგენლების ქსელს რუსეთსა და ლაოსში მოღვაწე ჩრდილოეთ კორეელი IT- სპეციალისტების სამართავად.
ვაშინგტონისა და სეულის მიერ სანქცირებული პირები ჩრდილოეთ კორეელები არიან, მათ შორის ბანკების Daesong Bank-ისა და Jinmyong Joint Bank-ის წარმომადგენლები.
სანქციების დაწესებამდე ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ განაცხადეს ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია ხელი შეუშალონ ჩრდილოეთ კორეას მიიღოს ნავთობი გაეროს სანქციების გვერდის ავლით, მათ შორის რუსეთიდან.