“ჩვენ ძლიერები ვართ. ძლიერები უნდა ვიყოთ. რადგან მხოლოდ ძლიერების სჯერათ, მხოლოდ ძლიერები ქმნიან მომავალს. მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ იყვნენ ერთიანები. ერთიანები, რომ გახდნენ თავისუფლები, თავისუფლები რომ იყვნენ ღირსეულები. ახალი დროის გულისთვის. როცა ჩვენი ქალაქების ცენტრალური მოედნები ახალ და სამუდამოდ უცვლელ სახელებს მიიღებენ. გმირების პატივსაცემად. განმათავისუფლებელთა პატივსაცემად. მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი. დონბასის და ყირიმის განთავისუფლების პატივსაცემად. უკრაინის გაერთიანების პატივსაცემად მის საზღვრებში. როცა წლებისა და საუკუნეების შემდეგ ისტორიის წიგნებში 1991 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებლობის პერიოდი უწყვეტად ჩაიწერება”.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა. დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს.