Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა თებერვალში 6966-მდე გაიზარდა

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა თებერვალში 6966-მდე გაიზარდა
2024 წლის თებერვალში jobs.ge-ზე 6 966 ვაკანსია გამოქვეყნდა. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3.2%- ით მეტია 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
„2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, გამოქვეყნდა 41 526 ვაკანსია, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა.
2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5% შეადგინა, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია,“- ნათქვამია კვლევაში.