კახელ მევენახეებს გუბერნატორის მოადგილე დაპირდა, რომ დავალიანებას 1 თვეში დაუფარავენ

კახელი მევენახეები წინანდალში გუბერნიის შენობაში იმყოფებიან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. თუმცა, მათთან მხოლოდ გუბერნატორის მოადგილე გამოვიდა და დავალიანების 1 თვეში გადახდის დაპირება მისცა.
შეგახსენებთ, 400-მდე მევენახე ჩაბარებულ ყურძენზე თანხის გასტუმრებას ითხოვს. ფერმერებს 10 ათასობით ლარი აქვთ ასაღები, თუმცა, არაერთგზის დაპირების მიუხედავად, კომპანია “ართეგი”, რომელმაც წინანდლის ქარხანა იქირავა, მათთან კონტაქტზეც კი აღარ გამოდის.